ისტორიული სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში ვარძიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის ნაპირებზე.
გადმოცემის მიხედვით, ჭაჭკარიდან ხდებოდა ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება - კლდეში ნაკვეთ საწნახელებში დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50-მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც. აქვეა კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებელი დარბაზი და წმინდა გიორგის ეკლესია, ხალხური საცხოვრებლის ნიმუშები (მიწურ-ბანიანი სახლები, მესხური დარბაზები) და სხვ.
სოფელს 2016 წლის, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. |